ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TMTM, შუა დერეფანი) 2024 წლის 11 თვეში გაიზარდა 63%-ით და მიაღწია 4,1 მილიონ ტონას.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, საკონტეინერო ტრანსპორტირება TMTM-ის გასწვრივ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2,6-ჯერ გაიზარდა და 50,5 ათასი TEU შეადგინა.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აგრძელებს სტაბილურ ზრდას, რასაც მოწმობს გამტარუნარიანობის ზრდა 6 მილიონ ტონამდე წელიწადში, მათ შორის 100 ათასი TEU კონტეინერის გადაზიდვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, რომელიც მიზნად ისახავს სიმძლავრის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა