ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტი 8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 496,833.20 ათასი დოლარის ღირებულების 643,854.72 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. მაშინ როდესაც 2022 წლის პირველ ნახევარში იმპორტმა 597,558.56 ტონა შეადგინა.
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუს 2016 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,372,657.91 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა.
2022 წელს კი იმპორტმა 5%-იანი ზრდა აჩვენა. გასულ წელს 1,330,492.12 ტონა ნავთობის შესაძენად ქვეყნიდან 1,335,177.03 ათასი დოლარი გავიდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს საქართველოსთვის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 72% მოდის. მეორე ადგილზე რუმინეთია, ხოლო მესამეა - თურქმენეთი.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა - ტოპ-5 ქვეყანა
უახლესი