საქართველოში კიტრის იმპორტი 8%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 3,559.34 ათასი დოლარის 9,130.71 ტონა კიტრი იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 5 თვეში ეს მაჩვენებელი 8,429.11 ტონას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ახალი და გაცივებული კიტრისა და კორნიშონების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ წელს ქვეყანამ 11,875.48 ტონა კიტრი იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებზე 48%-ით მეტია.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში კიტრის იმპორტი სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც ლიდერი თურქეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 89%-ი მოდის.
სად ყიდულობს საქართველო კიტრს?
უახლესი
53 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა