Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
9 დეკემბერს - MONO HALL-ში, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული გერმანელი პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი - STEPHAN BODZIN დაუკრავს.
STEPHAN BODZIN – „მელოდიური ადამიანი“, როგორც თავის თავს არტისტი უწოდებს, ბრემენელი მუსიკოსია. მისი შემოქმედება, 2007 წლიდან იღებს სათავეს. უკვე ათეული წლებია, STEPHAN BODZIN მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გავლენას ახდენს ელეტქრონული მუსიკის სცენის ჩამოყალიბებაში. მის კოლაბორაციებს Oliver Huntemann-თან და Marc Romboy-სთან ელექტრონულ მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, საუკუნის კოლაბორაციებადაც კი მოიხსენიებენ.
,,ჩემი რელიზებითა და კოლაბორაციებით შევძელი ჩემი იდეების განხორციელება და განვავითარე ჩემი სტილი" - განმარტავს არტისტი. მან ეს 2007 წლის ალბომით "Liebe ist..."-ით ეს ნამდვილად დაამტკიცა. მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა კარგად ჩანს 2014 წლის ტრეკში "Sungam", რომელიც Resident Advisor-ის ჩარტებში დიდი ხნის მანძილზე მოწინავე პოზიციებს იკავებდა.
STEPHAN BODZIN-ის უნიკალური მუსიკალური ხელწერა, არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე მოგისმენია. სპეციალურად მისთვის შექმნილი კონტროლერებისა და Moog-ის ბრენდის ნახევრად მოდულარული სინთეზატორის გამოყენებით, მისი ლაივ პერფორმანსი, მუსიკალური ჟღერადობების წიაღში, უსასრულო მოგზაურობას ჰგავს.
STEPHAN BODZIN-ის ცნობადობასა და კარიერულ წინსვლას ხელი საკუთარი ლეიბლის "Herzblut"-ის შექმნამაც შეუწყო, როცა მის ლეიბლთან თანამშრომლობა ისეთმა არტისტებმა დაიწყეს, როგორიცაა: Max Cooper, Dominik Eulberg და Pig&Dan. საკლუბო ღამეებზე STEPHAN BODZIN ლაივ დიჯეი სეტებით, ნამდვილად თავბრუდამხვევ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც საცეკვაო სცენისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და შეხედულებებს პროფესიონალურად უმკლავდება. იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი, სწორედ ამიტომ, STEPHAN BODZIN სისტემატიურად არის პლანეტის ყველაზე მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი.
9 დეკემბრის საღამოზე, STEPHAN BODZIN-ს მასპინძლობას, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Jino Dollini, BREATHDUB და Guri De Sal გაუწევენ.
------
22:00 - 00:30 - BREATHDUB -
00:30 - 03:00 - Jino Dollini -
03:00 - 05:00 - Stephan Bodzin -
05:00 - End - Guri De Sal
LOVEBAR: GGEMAZ | SADMEDAISI | IKA | DIRAC | NIKA J B2B TOMMA | SABAKVA
KHIDI: PHASE FATALE | UNHUMAN | REKA | NX1 (LIVE) | KNAUGHTY
G2: VULKANSKI | OTHR | EVA IVER
8 დეკემბერს, KHIDI წარმოგიდგენთ 2018 წელს Phase Fatale-ის მიერ ბერლინში დაფუძნებული ლეიბლის BITE ღამეს. ლეიბლი მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას არტისტებისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია, გადალახონ ელექტრონული მუსიკის საზღვრები
შოუქეისზე დაუკრავს KHIDI-სა და Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი, ლეიბლის BITE დამფუძნებელი Phase Fatale. მას შეუერთდება ბერლინში მოღვაწე ელექტრონული და ექსპერიმენტული პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი და დიჯეი, ლეიბლის Liber Null დამფუძნებელი Unhuman, რომლის მუსიკალური სტილი Industrial, EBM, Breakbeat და Synth-Punk ჟღერადობებს მოიცავს. მათთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება დუო NX1, არტისტების Surit და Samot შემადნგელობით. ისინი არიან დამფუძნებლები ლეიბლის NEXE Records, რომელიც არის კავშირი მუსიკას, ვიზუალურ და გრაფიკულ ხელოვნებას შორის. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ბერლინში დაფუძნებული დიჯეი, პროდიუსერი და კურატორი, ლეიბლის BITE ოჯახის წევრი Reka და კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, მულტიმედია არტისტი Knaughty
G2 კლუბის ადგილობრივ რეზიდენტებსა და ლეიბლის BITE ოჯახის წევრებს Vulkanski და OTHR უმასპინძლებს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის ოჯახის წევრი, თბილისსა და ნიუ-იორკში დაფუძნებული დიჯეი Eva Iver
TICKETS: khidi.ge/event/friday-中-dec-8
შაბათს, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე ვერდე წარმოგიდგენთ ერთადერთი და განუმეორებელი ბითლზის რეპერტუარს, ანა უზნაძის შესრულებითა და ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ რუდუნებით შემუშავებული კერძების თანხლებით…
მისამართი: ამაშუკელის N18 (ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა)
შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად
• რეზო კიკნაძე | ლაშა დეისაძე | გიორგი სამსონაძე | გიორგი მელიქიშვილი
დრო: 21:00 | მისამართი: ნ.ბარათაშვილის 7
იზეიმეთ ელეგანტურობით ჩვენს Wasted White Winter Wonderland-ის წვეულებაზე!ჩაიფელით თეთრ დეკორაციაში, ცქრიალა განათებებში და სადღესასწაულო ატმოსფეროში, ჩაიცვით თქვენი ყველაზე ელეგანტური ზამთრის თეთრი ან საშობაო კოსტიუმები და შემოგვიერთდით დაუვიწყარი ღამის გასატარებლად.
დრო: 9 დეკემბერი, 22:30-დან 4:30 საათამდე
Dress Code: თეთრი ტანსაცმელი / სადღესასწაულო საშობაო ტანსაცმელი
მისამართი: ათონელის ქ. 11/23, თბილისი 0105, საქართველო (ბეისმენთი)
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი