დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ, საბანკო სექტორის სამომხმრებლო აღქმების კვლევის შედეგები გააზიარა.
პრეზენტაციას სექტორის, ეროვნული ბანკის, სხვადასხვა ასოციაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბანკო სექტორის აღქმების კვლევა საქართველოს დიდ ქალაქებში 2023 წლის იანვარში კომპანია „სონარმა“ ჩაატარა.
კვლევის შედეგად საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი განისაზღვრა. ინდექსი შემდეგ პარამეტრებს ეფუძნება:
ამ მონაცემების გათვალისწინებით, საბანკო სექტორის, როგორც განვითარების ხელშემწყობის ინდექსი 2023 წლის მდგომარეობით 0,677-ით განისაზღვრა.
2022 წელთან შედარებით ინდექსი უმნიშვნელოდ - 0,664 დან 0,677 - მდე არის გაზრდილი. კვლევაში მიღწევებთან ერთად სექტორის გამოწვევებიც გამოვლინდა, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა მსჯელობა და პანელური დისკუსია გამართეს.
პანელის მოდერატორი საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე იყო, ხოლო პანელის მონაწილეები ლაშა გზირიშვილი - ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე - BMG დამფუძნებელი, Forbes Georgia მთავარი რედაქტორი და ნინელი იშხნელი - კვლევითი კომპანია სონარის დირექტორი იყვნენ.
ნინელი იშხნელი - სონარი, დამფუძნებელი: „რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2023 წლის იანვრის პერიოდში. გამოკითხულთა რაოდენობა - 1100 ადამიანი; კვლევის გენერალური ერთობლიობა 1,2 მლნ მოქალაქე, მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, ასაკი 18-65 წლამდე. წინამდებარე კვლევა ჩატარებულია ა(ა)იპ საქართველოს საბანკო ასოციაციის (შემდგომში - ასოციაციის) დაკვეთით და კვლევასა და მასში მოცემულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე სრულად ვრცელდება ასოციაციის საკუთრების უფლება. კვლევის და მასში მოცემული ინფორმაციის/მონაცემების ნებისმიერი ფორმით დამუშავება, რეპროდუქცია, კოპირება, კორექტირება, გადაკეთება, გამოქვეყნება, გადაცემა, გავრცელება და ა.შ. ასოციაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
უახლესი