დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსთავის ავტობაზრობის საქმის მოკვლევის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლომ GCCA-ს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა

რუსთავის ავტობაზრობის საქმის მოკვლევის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლომ GCCA-ს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა

24-12-2024 10:49:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ - ქ. რუსთავის ავტობაზრობის საქმის მოკვლევის ფარგლებში დააკმაყოფილა.

ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობისა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს, რის გამოც ეკონომიკურ აგენტები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ.

საბოლოოდ, GCCA-მ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომა გამოიყენა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ დაკმაყოფილდა სააგენტოს მოთხოვნა ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ. შესაბამისად, შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას,“ აგრეთვე შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ გამოთხოვილი ინფორმაციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწოდება დაევალათ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები