იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 370.26 მლნ ლარი შეადგინა.
2025 წლის იანვარში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 2 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 370.26 მლნ ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.430% შეადგინა. გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 140 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 იანვრისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 5+ წლის ობლიგაციებს (დაახლოებით 27%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (დეკემბერი 2.05) შედარებით შემცირდა და 1.97 შეადგინა. იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 3.53 წელი შეადგინა (დეკემბერი 3.5 წელი).
უახლესი