გსურთ ავთენტური იტალიური კერძების დაგემოვნება? მიუხედავად იმისა, ხრაშუნა პიცის, კრემისებრი სპაგეტის, თუ არომატული ლაზანიას ხასიათზე ხართ, ამ სტატიაში აღმოაჩენთ საუკეთესო იტალიურ კერძებს, რომლებსაც Glovo სულ რამდენიმე წუთში მოიტანს თქვენი სახლის კართან. ერთად განვიხილოთ საუკეთესო ადგილები თბილისში, სადაც შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად აღმოაჩინოთ თავბრუდამხვევი იტალიური სურნელები.
Pizzeria Pronto - სამოთხე პიცის მოყვარულთათვის
ყველა ვთანხმდებით, რომ სამყაროში არაფერი სჯობს იდეალურად გამომცხვარ პიცას. Pizzeria Pronto სპეციალიზებულია ავთენტურ იტალიურ პიცებში და მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ კლასიკურ ნიმუშებს, როგორებიცაა პეპერონი, სალიამი, ლორი და სოკო. აქვე აღმოაჩენთ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ პიცებსაც. რაც არ უნდა იყოს თქვენი საყვარელი ინგრედიენტი - ხორცი თუ ბოსტნეული, პრონტოს პიცის თხელი, ხრაშუნა ცომი და მდიდარი არომატები, მომენტალურად ნეაპოლის ქუჩებში გადაგიყვანთ.
Focaccia - პასტა ყოველთვის სწორი არჩევანია
თუ პასტა თქვენი ყველაზე ყველაზე ყველაზე საყვარელი საჭმელია, მაშინ Focaccia უნდა სცადოთ! მათ მენიუში წარმოდგენილია პასტის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის ყველასთვის ცნობილი სპაგეტი, ფეტუჩინი და პენე. ცხადია, თითოეული კერძი შეზავებულია უგემრიელესი სოუსებით და იტალიური კულინარიის განუმეორებელ თავგადასავალს გპირდებათ. არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ კალზონი, იგივე დაკეცილი პიცა ყველითა და არომატული შიგთავსით - აღმოაჩინეთ იტალიური სამზარეულოს კიდევ ერთი შედევრი!
Milanese Bistro - იტალიური სამზარეულოს დიდებულება
უფრო ფართო იტალიური გამოცდილებისთვის Milanese Bistro გთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს, სადაც ყველა ადამიანი აღმოაჩენს, მისთვის რაღაც საყვარელს. იქნება ეს ტალიატელი ზღვის პროდუქტებით, ლაზანია თუ ხელით მომზადებული რავიოლი. თუკი სწრაფი კვების პროდუქტები თქვენი ფავორიტია, შეგიძლიათ იტალიური არანჩინი, ბრუსკეტა და სენდვიჩები დააგემოვნოთ. ხოლო თუ უფრო მსუბუქი კერძების ხასიათზე ხართ, მაშინ თქვენს წინაშე წვნიანების და ომლეტების შესანიშნავი არჩევანია, ცხადია, იტალიურ მოტივებზე.
ამ გემრიელობების დასაგემოვნებლად, სულაც არ არის საჭირო მაგიდის დაჯავშნა - იტალიურ კერძებამდე სულ რამდენიმე დაწკაპუნება გაშორებთ! შეუკვეთეთ თქვენი ფავორიტები Glovo-ს მეშვეობით და მოიწყვეთ იტალიური თავგადასავალი თქვენს სახლში.
უახლესი