დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 370.26 მლნ ლარი  შეადგინა

იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 370.26 მლნ ლარი  შეადგინა

05-02-2025 19:00:00

იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვებამ 370.26 მლნ ლარი  შეადგინა. 

2025 წლის იანვარში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 2 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 370.26 მლნ ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.430% შეადგინა. გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 140 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.

2025 წლის 31 იანვრისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 5+ წლის ობლიგაციებს (დაახლოებით 27%).

მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (დეკემბერი 2.05) შედარებით შემცირდა და 1.97 შეადგინა. იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 3.53 წელი შეადგინა (დეკემბერი 3.5 წელი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები