„2025 წლის 1 მარტამდე გადამზიდავები ვალდებულები არიან, რომ განებართვიანებულები იყვნენ“, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. ლევან გამყრელიძის თქმით, სააგენტოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ასევე მოხდა მათი კომპონენტის დამატება „აწარმოე საქართველოში“-ს ოპერირების პორტფელშიც.
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა. მინდა ყველა გადამზიდავს მივმართო, რომ დროულად განებართვიანდნენ. ჩვენ გადამზიდავებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, იმიტომ, რომ რეგიონებიდან არ ჩამოსულიყვნენ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამი ფრონტ ოფისი აქვს და ამიტომ მათთვის პრობლემები, რომ არ შეგვექმნა, ვიმუშავეთ იუსტიციის სამინისტროსთან და იუსტიციის სახლში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლოკაციაზე მათ შეუძლიათ მიბრძანდნენ. მინიმალური დოკუმენტები ჩააბარონ და ამის შემდეგ ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვას.
აქაც, ჩავრთეთ ჩვენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მათ ეკოლოგიურად ნორმალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის შესაძლებლობას მისცემს. „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს, წაახალისებს ამ გადამზიდავებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ შეიძინონ ახალი სატრანსპორტო საშუალებები. კანონშია ჩადებული, რომ 150 კმ-ს იქეთ უკვე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს. მოსახლეობისთვის, რომ მარტივად განვმარტო M3 კატეგორია არის ავტობუსი. ანუ დიდ დისტანციებზე, დიდ ქალაქებში ივლის M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. სამარშრუტო ტაქსებს, მინივენებს 150 კმ-ს იქეთ გადაადგილების საშუალება არ ექნებათ. ჩვენ აქაც მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ეს მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ ეკოლოგიურად სუფთა EURO-4 სტანდარტის ავტობუსებით და შეიძინონ ავტობუსები გადამზიდავებმა. ამიტომ, გადამზიდავებთან მიმართებაში ავტობუსებს აქვთ უსაფრთხოება, მათ უყენიათ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ავტოსადგურებთან მიმართებაში მოხდა ასევე მინიმალური მოთხოვნების და ევროსტანდარტების დაწესება, მათ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო კაბინეტი, გადამზიდავს უნდა მოსთხოვონ ნარკოლოგიური ცნობა, ასევე უნდა მოითხოვონ მისი ნასამართლობის ცნობა და მთელი რიგი საკითხებია, რაც კანონითაა გაწერილი.
უახლესი