2022 წელს მოთხოვნა გაიზარდა ფოლადის სხვა სამშენებლო მასალებზეც, რომლებიც მოიცავს ფოლადის მილებს, პროფილების, ნაგლინებს, წნელებს და მავთულებს - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია ნათქვამი.
აღნიშნული მასალების იმპორტი 2022 წელს რეალურ მაჩვენებლებში 26%-ით, ხოლო ღირებულებაში (აშშ დოალარშუ) 31%-ით გაიზარდა.
ფოლადის სხვა სამშენებლო მასალების იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან.
არმატურის მსგავსად, ფოლადის სხვა მასალების იმპორტში, 2022 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის წილი.
2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით კი რუსეთი აღნიშნული პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი გახდა საქართველოსთვის (მთლიანი იმპორტის 30%), რაც საბაზროზე შედარებით დაბალი ფასებით პროდუქციის მოწოდებით აიხსნება.
2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოში იმპორტირებული ფოლადის მასალების საშუალო ფასი ($/ტონა) წლიურად 18%-ით არის შემცირებული.
რუსული წარმოშობის ფოლადის მასალების ფასების კლება კი უკავშირდება მოთხოვნის შემცირებას, რაც 2022 წელს რუსეთში სამშენებლო სექტორის დაღმასვლით და ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ფოლადის მასალების იმპორტზე დაწესებული სანქციებით არის განპირობებული.
ფასების შემცირების არსებული ტრენდი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება.
უახლესი
28 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა