წელს, რომი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება - 2025 წელი, ეს ქალაქის საიუბილეო წელია, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც რელიგიური მომლოცველებისთვის, ასევე კულტურის მოყვარულთათვის. ეს ისტორიული ტრადიცია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება, მილიონობით სტუმარს იზიდავს მარადიულ ქალაქში, რომელთაც სურთ ამ უნიკალური გამოცდილების მომსწრეები გახდნენ. მოდით, ერთად განვიხილოთ რა არის საიუბილეო წელი და რატომ უნდა ესტუმროთ რომს სწორედ ამ პერიოდში.
რა არის საიუბილეო წელი?
„საიუბილეო წელი“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „წმინდა წელი“, არის პაპის მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობის პერიოდი.
იუბილეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ცნობილი ნაწილი წმინდა კარის გაღებაა. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამ მოვლენის პირველი ჩანაწერი თარიღდება 1500 წლით. ყოველი ქრისტიანისთვის, წმინდა კარის გახსნა წარმოადგენს მოგზაურობას ცოდვის ჩადენიდან მადლის მიღებამდე. პაპმა ფრანცისკემ 24 დეკემბერს საზეიმოდ გახსნა წმ. პეტრეს ტაძრის წმინდა კარი, რომელიც 2026 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე დაიხურება.
რელიგიური მნიშვნელობის გარდა, ეს არის კულტურული ზეიმის დრო, როდესაც მთელი ქალაქის მასშტაბით ეწყობა გამოფენები, კონცერტები და ფესტივალები.
ძირითადი ღონისძიებები
საიუბილეო წლის განმავლობაში, მარადიული ქალაქი გადაიქცევა უზარმაზარ ფესტივალად, რომელიც თითოეულ სტუმარს რაღაც განსაკუთრებულს სთავაზობს:
სპეციალური საფეხმავლო ტურები, მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ პილიგრიმებს გაუძღვება ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ღირსშესანიშნაობებისაკენ. მათ შორის წმინდა პეტრეს ბაზილიკას, სიქსტის კაპელას და წმინდა იოანე ლატერანის ბაზილიკას მიმართულებით. აქვე გაიმართება უნიკალური სახელოვნებო ღონისძიებები და გამოიფინება როგორც რენესანსის შედევრები, ასევე, მათი თანამედროვე ინტერპრეტაციები. და რა თქმა უნდა, გაიმართება კონცერტები ღია ცის ქვეშ - პიაცა ნავონა, კოლოსეუმი და ესპანური კიბეები, მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს ღია ცის ქვეშ კონცერტებისა და სპექტაკლების სერიას.
რჩევები საიუბილეო წლის ვიზიტორებისთვის
წელს, რომში ჩვეულებრივზე მეტ ტურისტს ელოდებიან, ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელია თქვენი მოგზაურობის გონივრულად დაგეგმვა:
საქართველოდან რომში ფრენებს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, Wizz Air გვთავაზობს. მაგალითად, 2025 წლის 4 აპრილს, როდესაც რომში ფანტასტიკური სეზონია, ქუთაისიდან 169 ლარად შეძლებთ გაფრენას. უკანა გზაზე კი, ვთქვათ, 13 აპრილს, ბილეთები დაახლოებით 279 ლარი დაგიჯდებათ. ჯამში, ქუთაისიდან რომში და რომიდან ქუთაისში მგზავრობა, სულ რაღაც 448 ლარადაა შესაძლებელი. ეს ფასი კიდევ უფრო დაბალია Discount Club-ის წევრებისთვის. დაგვეთანხმებით, რომ 2025 წელს, მარადიულ ქალაქში ამ ფასად ფრენა, უბრალოდ საუკეთესო შეთავაზებაა!
უახლესი
12 საათის წინ
რამდენი Bentley-ს ავტომობილია ქვეყანაში რეგისტრირებული13 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა