ანალიტიკური კომპანიამ Counterpoint 10 ყველაზე გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი შეადგინა, რომელიც 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს ასახავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინური გამოცემა MyDrivers ავრცელებს.
ამ ჩარტში პირველი ოთხი ადგილი Apple-ის სმარტფონებმა დაიკავა. კერძოდ, iPhone 14 (პირველი ადგილი), iPhone 14 Pro Max (მეორე ადგილი), iPhone 14 Pro (მესამე ადგილი) და iPhone 13 (მეოთხე ადგილი).
დარჩენილი ექვსი ადგილი ექსკლუზიურად Samsung-ის მოწყობილობებმა გაიზიარეს: Galaxy A14, Galaxy A54, Galaxy A14 5G, Galaxy S23 Ultra, Galaxy A04e და Galaxy A34.
Counterpoint-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში Apple-მა Pro მოდელების წყალობით გაზარდა საკუთარი წილი აზიასა და ევროპაში. ხოლო Samsung-ის წარმადობა გაიზარდა აზიასა და ლათინურ ამერიკაში. სამხრეთ კორეული ბრენდი იზრდება Galaxy A სერიის მოწყობილობების წყალობით.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა