მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

ხარისხი ჩვენი ძლიერი მხარეა - „სეზანის“ გენერალური მენეჯერი

news image

ხარისხი არის ჩვენი ძლიერი მხარე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სტამბა „სეზანის“ გენერალურმა მენეჯერმა სალომე შავერდაშვილმა განუცხადა.

„სეზანის ისტორია 35 წლის წინ ერთი ორფერიანი საბეჭდი დანადგარით დაიწყო. 90-იან წლებში და კომპანიას „პრინტ-შოპი“ ერქვა და 1998 წლამდე ამ სახელწოდებით ოპერირებდა. შემდეგ კომპანია გაიზარდა და ოფიციალურად დაარსდა „სეზანი“. კომპანიაში გუნდი და დამფუძნებელი არ შეცვლილა“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.

„სეზანის“ სტამბა თბილისში, არჩილ მეფის 1-ელში მდებარეობს. აქვე კომპანიის ოფისიც.

სტამბის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ წარმოებაში იყენებენ მხოლოდ ევროპულ ნედლეულს და შესაბამისად დამზადებული პროდუქციის ხარისხი მაღალია.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ წარმოებაში ვიყენებთ მაღალი ხარისხის ევროპულ ნედლეულს. დღეს ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ბოლო წლებში ძალიან გაჯერებულია სარეკლამო კომპანიებითა და პატარა მოცულობის სტამბებით, რომლებიც მუშაობენ უფრო დაბალ ტირაჟებზე. ჩვენი უპირატესობაა ის, რომ მაღალტექნოლოგიური საწარმო გვაქვს და მაღალ ტირაჟებს ვემსახურებით. საქართველოს ბაზარი მცირეა და ხშირად არის შეკვეთები დაბალ ტირაჟზე და მცირე სტამბებს კონკურენციას ამ კუთხით ვერ ვუწევთ, თუმცა ჩვენი სტამბის სერვისით სარგებლობენ ისინი ვისთვისაც ხარისხისა და ნედლეულის კომპონენტების ბალანსი მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.

მისი თქმით, კორპორაციულ დამკვეთს სთავაზობენ ისეთ სერვისსა და  ფასს, რომ მომსახურება იყოს გრძელვადიანი.

„ჩვენი დამკვეთები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები ისე ბიზნესი. ვთანამშრომლობთ საბანკო სექტორთან, კავშირგაბმულობის კომპანიებთან.  ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სახელმძღვანელოების ბეჭდვაში, რაც კომპანიის საქმიანობაზე დადებითად აისახება. საშემოდგომოდ და საახალწლოდ დაკვეთების მოცულობა მაღალია“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.

რაც შეეხება სიახლეებს, „სეზანი“ პრემიუმ ხაზის შესაფუთი და სასაჩუქრე ყუთების წარმოების სექტორშიც შევიდა.

„ამ მიმართულებას ვავითარებთ. 2024 წელს ვიყიდეთ A1 ფორმატის საბეჭდი დანადგარი. რის შედეგადაც წარმადობის დრო განახევრდა. მაგალითად, შეკვეთის შესასრულებლად 10 საათის ნაცვლად 5 გვჭირდება. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე დანადგარის შეძენას წლის ბოლოსთვის, რაც საშუალებას მოგვცემს რვეულებისა და ბლოკნოტების წარმოების ხაზი კიდევ უფრო განვავითაროთ“,- აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

სალომე შავერდაშვილი ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიული კადრებისა და ხარისხიანი ნედლეულის დეფიციტია.

„სეზანი“ 35 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ბიზნესში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა