დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი საერთაშორისო სისტემა მოემსახურა საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს

რომელი საერთაშორისო სისტემა მოემსახურა საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს

18-02-2025 15:45:00

საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით (ჩარიცხვები) სისტემა RIA აქტუალურობას არ კარგავს და ისევ პირველ ადილზეა. 2025 წლის იანვრის მონაცემებით,  RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში  62,066.7 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 25.6%-ია. 

მეორე ადგილზე Western Union-ი, სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 48,670.5 ათას აშშ დოლარს მოემსახურა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 20%-ია.

2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  242,439.8 ათასი დოლარი (689,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8,5%-ით (22,7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით:

  • Ria -  62,066.7 ათასი აშშ დოლარი,
  • Western Union - 53,810.2 ათასი აშშ დოლარი,
  • Money Gramy - 48,670.5 ათასი აშშ დოლარი,
  • Zolotaia Korona - 41,470.2 ათასი აშშ დოლარი,
  • Intel Express - 32,094.5 ათასი აშშ დოლარი,

აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,3% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,4% მოდიოდა.

2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,3 მლნ აშშ დოლარი (80,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის (26,1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,4% მეტია.       

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები