დეპოზიტების დოლარიზაციამ ნოემბერში 51.7% შეადგინა. ამის შესახებ სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ ნოემბრის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით, 66.6%-მდე, ხოლო იურიდიული პირების 0.2 პპ-ით, 42.5%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით, 64.0%-მდე გაიზარდა.
ნოემბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით, სესხების ზრდის ტემპი 0.8 პპ-ით შემცირდა, რაც მეტწილად უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტება მზარდია. კერძოდ, ნოემბერში ეროვნული ვალუტით დაკრედიტება წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 13.2 პპ წვლილი შეიტანა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ერთი მხრივ, ლარის ბიზნესის სესხებს უკავშირდება. სტაბილურია იპოთეკური სესხების ზრდის ტემპიც, რომლის წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.7 პპ შეადგინა.
ნოემბერში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 13.3% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.5 პპ-ით, 15.3%-მდე, გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 8.9%-მდე, შემცირდა.
ნოემბერში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 12.2%-ს შეადგენს. ხოლო იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 12.0% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 9.3%-მდე, შემცირდა. ასევე, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 7.9%-მდე, შემცირდა.
ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.8 პპ-ით, 42.8%-მდე, შემცირდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით, 62.3%-მდე შემცირდა. ასევე ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციაც, 0.5 პპ-ით, 25.5%-მდე, მოიკლო. ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 107.0 მლნ ლარით შემცირდა და 683.1 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 39.6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე