„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით შემოსულობების წლიური გეგმა განსაზღვრულია 24,569.5 მლნ ლარის ოდენობით. 2024 წლის იანვარ-მაისში შემოსულობების შესრულება შეადგენს 10,115.6 მლნ ლარს (წლიური გეგმის 41.2%) და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1,038.6 მლნ ლარით (11.4%-ით) აღემატება.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახდელების წლიური გეგმა განსაზღვრულია 25,030.4 მლნ ლარის ოდენობით. 2024 წლის იანვარ-მაისში გადასახდელების შესრულება შეადგენს 9,870.1 მლნ ლარს (წლიური გეგმის 39.4%) და 1,651.1 მლნ ლარით (20.1%-ით) მეტია წინა წლის 5 თვის მაჩვენებელთან შედარებით.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის
გეგმა[1] განსაზღვრულია 11,710.5 მლნ ლარით, ხოლო 5 თვის შესრულება მის 86.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსულობების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, 6 თვის გეგმის მიმართ, კარგი შესრულების დონით ხასიათდება შემოსავლების (87.2%), არაფინანსური აქტივების კლებისა (84.6%) და ფინანსური აქტივების კლების (79.5%) მაჩვენებლები, ხოლო ვალდებულებების ზრდის კომპონენტი შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებლით გამოირჩევა და 6 თვის გეგმის 78.9%-ს შეადგენს.
ახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა განსაზღვრულია 11,869.4 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 5 თვის შესრულება 6 თვის გეგმის 83.2%-ს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, ყველაზე დიდი წილის მქონე კომპონენტის, ხარჯების, შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 82.5%-ს უტოლდება. შესრულების კარგი მაჩვენებელი აქვს არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტს (88.1%). გადაჭარბებით გამოირჩევა ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი (6 თვის გეგმის 153.9%), ვალდებულებების კლების კომპონენტს კი შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს (6 თვის გეგმის 74.5%).
2024 წლის იანვარ-მაისში:
უახლესი
15 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა16 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება