ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება. უცხოური მედიის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება ამჟამად 99 500 დოლარია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტის გაძვირების ასეთი ტემპი მეტწილად აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევითაა გამოწვეული, რომელიც კრიპტოვალუტებისათვის ხელსაყრელი რეგულაციების პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ აშშ „პლანეტის კრიპტო-დედაქალაქი“ გახდება და სახელმწიფო ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს შექმნის.
საგულისხმოა, რომ წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ღირებულება გაორმაგდა.
ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $1.96 ტრილიონია.
უახლესი
10 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა11 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება