2022 წელს საქართველოში პირდაპირი აზერბაიჯანმა 1,7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განახორციელა, ეს მაჩვენებლები კი 2021 წლის მაჩვენებლებთან -49.7%-იან კლებას აჩვენებს. აზერბაიჯანის წილი მთლიან FDI-ში 0,1%-ია. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, 2023 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 85 777 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2022 წელის ანალოგიურ პერიოდში 66 398 ვიზიტორი.
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 13.9%-ია, ხოლო იმპორტში 4.1%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 567,804.85 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.7%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 411,575.20 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 3.8%-იანი კლებაა.
მთლიანობაში კი აზერბაიჯან-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 979 380.0 ათასი დოლარი შეადგინა.
რას ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანიდან - TOP-5 პროდუქტი
რას ყიდის საქართველო აზერბაიჯანში - TOP-5 პროდუქტი
უახლესი