გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და -0.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.35 - 47.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.80% წინა კვირასთან შედარებით და +1.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 62 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.35 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.97% წინა კვირასთან შედარებით და +6.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 211 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.56 - 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
7 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება8 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ