2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 37.1% ფორმირებულია (წინა პერიოდში 38.5% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-დან 5 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 27.8%).
5 წლიანი დაფარვის მქონე ფასიანი ქაღალდების წილი 21.1%-დან 22.8%-მდე გაიზარდა. მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (მარტი 2.07) შედარებით შემცირდა და 1.71 შეადგინა.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის აპრილში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 273 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.2%-ზე დაფიქსირდა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. განხორციელდა 40 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციების დაფარვა.
სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები