VR Holding-ი 2024 წელს წარმატებულად აფასებს და მიაჩნია, რომ წარმატების სტარტი 2025 წელსაც გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ კომპანია ბაზარს გარკვეულ სიახლეებსაც უმზადებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ განაცხადა, 2024 წელი VR Holding-ისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ერთნაირად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივებისათვის, ისე უცხოელებისათვის.
როგორ აფასებს VR Holding-ი განვლილ გზას, რა პროექტებითაა დღეს ბაზარზე წარმოდგენილი და როგორია მისი სამომავლო გეგმები Business Insider Georgia VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერს მანანიკო ნამორაძეს ესაუბრა:
- როგორ აფასებს VR Holding-ი 2024 წელს? როგორია კომპანიის მენეჯმენტის შეფასება, რამდენად შეძლო კომპანიამ იმ გეგმების განხორციელება, რაც წლის დასაწყისში ჰქონდა?
- მიუხედავად იმისა, რომ ყველა წელი მნიშვნელოვანი და წარმატებულია ჩვენთვის, 2024 წელი VR Holding-ისთვის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
2024 წელს VR Holding-მა განაგრძო ძლიერი მუშაობის დემონსტრირება და შეინარჩუნა თავისი რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა უძრავი ქონების სექტორში. უფრო დიდ სურათს, რომ შევხედოთ, VR Holding-ი 2010 წლიდან მუდმივად აღწევს შესანიშნავ შედეგებს და არც 2024 იყო გამონაკლისი.
კომპანიას ჰქონდა მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმები წლის დასაწყისში და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გეგმების დაახლოებით 97%-ი წარმატებით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს VR Holding-ის უნარს შეასრულოს გაცემული დაპირებები.
2023 წლის ბოლოს დავიწყეთ მიმდინარე პროექტის, VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph -ის გაყიდვები. ამ ახალმა პროექტმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო და მყიდველების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიზიდა უკვე 2024 წელს. ყოველივე ზემოთ ხსენებულმა კი დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ბაზარზე პოზიციების გამყარებაში.
გარდა მიმდინარე პროექტებისა, VR Holding-მა ასევე გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი VR Vake Sky Tower-ის გამოტანით. ეს არის ახალი პროექტი, რომლის გაყიდვებიც 2025 წლის ზაფხულში დაიწყება. ყოველივე ეს, აჩვენებს კომპანიის ერთგულებას უწყვეტი ზრდისა და ინოვაციებისადმი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს VR Holding-ს .
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები მომავალთან მიმართებით. გვაქვს დიდი მოლოდინები, რომ 2025 წელი უკეთესი იქნება. VR Holding ნელ-ნელა უკვე ემზადება 2025 წლისთვის, რათა გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.
- დღეს როცა VR Holding-ი ბაზრის აქტიური მოთამაშეა, როგორ აფასებთ, რამდენად საინტერესოა დეველოპმენტის ბაზარი უცხოელი თუ ადგილობრივი, ახალი მოთამაშეებისთვის და თქვენი აზრით, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ქვეყანაში ამ ბაზრის მიმზიდველობას?
- საქართველოს ბაზარი, რა თქმა უნდა მიმზიდველია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის და არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მზარდ ტენდენიციასა და მიმზიდველობას.
უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა უცხოელებისთვის, რომელსაც აქვს სტრატეგიული მდებარეობა - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა და ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყანა სულ უფრო პოპულარული ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისა და უძრავი ქონების შემსყიდველებისთვის. ეს დიდწილად გამოწვეულია ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი, მზარდი ეკონომიკით, ხარისხიანი პროდუქტის ყიდვის სურვილით, ტურიზმით, საინვესტიციო პოტენციალით, დაბალი გადასახადებითა და ქონების განვითარების შედარებით მარტივი მარეგულირებელი ჩარჩოებით.
VR Holding-ის პროექტების მყიდველებს თუ გადავხედავთ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელებისთვის საქართველო და კერძოდ, დეველოპმენტის ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენს პროექტებში ძალიან ბევრ უცხოელს შეხვდებით. გარდა ამისა, ადგილობრივი მოქალაქეებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსებით, ბევრი ეძებს თანამედროვე, მაღალი ხარისხის საცხოვრებელ ფართებს, მოთხოვნად ადგილებში.
- VR Holding-ის პორტფელი რამდენიმე დასრულებული და მიმდინარე პროექტისგან შედგება. თქვენი შეფასებით, რომელი პროექტია გამორჩეული და რატომ?
- ძალიან რთულია განასხვაო რომელიმე პროექტი, თუმცა მაინც გამოვარჩევ Krtsanisi Resort Residence, ეს არის პირველი პროექტი, რომელსაც უკავშირდება VR Holding- ის შექმნა. პროექტი, რომელმაც შემოიტანა ახალი ტენდენცია 2010 წელს და მაგ პერიოდში არსებული ჩარჩოები დაამსხვრია - მაღალი შენობების ნაწილში. მოცემული პროექტი პირდაპირ ასახავს იმ ხელწერას რომელსაც კომპანია ატარებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას პირველი სწორედ Krtsanisi Resort Residence ახსენდება, როდესაც VR Holding-ზეა საუბარი.
- მიმდინარე პროექტებში როგორია მოთხოვნა? რა მიგაჩნიათ დღეს კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
- ჩვენი ყველა მიმდინარე პროექტი წარმატებულია, დავიწყოთ Krtsanisi Resort Residence-დან, რომელიც არის პირველი რესორტული ტიპის პროექტი საქართველოში. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პროექტში არის ისეთი სახის ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული, რომელსაც მაცხოვრებელი სხვაგან ვერსად შეხვდება.
მაგალითად, ინოვაციური ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით. რა თქმა უნდა, მისი დაბალ განაშენიანება, ხარისხიანი მასალები, ინოვაციური ინფრასტრუქტურა, ის სერვისები რასაც ვთავაზობთ მოსახლეობას და ა.შ ყველაფერი ეს არის ამ პროექტის უპირატესობა, სწორედ ამიტომ არცერთი ბინა არ არის დარჩენილი უკვე აშენებულ შენობებში.
ვისაუბროთ კომპანიის მეორე პროექტზე VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ზე, რომელიც 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ, სანაპიროს პირველ ზოლში აშენდება. ამ პროექტმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე საზღვრებს გარეთ.
პროექტი ინოვაციურია, მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები, ექნება საკუთარი სანაპირო ზოლი, კაფე-რესტორნები და ა.შ. პროექტი არ იქნება მხოლოდ სეზონური, ექნება დატვირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე. ამ პროექტში განვითარდება ბალნეოლოგიური და ასევე გასართობი მიმართულებები, ექნება საკუთარი იახტ კლუბი.
ჩვენი კმპანიის ხარისხის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ვქმნით „community“-ს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოცემული და მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად აკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ბაზარზე VR Holding-ის ხელწერა ძალიან უნიკალური, განსხვავებულია და კონკურენტუნარიანია.
- 2025 წელს იწყებთ VR Vake Sky Tower-ის მშენებლობას, როგორია აღნიშნულ პროექტზე საერთაშორისო გამოხმაურება და ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად მზარდი იქნება თბილისის ყველაზე მაღალი შენობისადმი ინტერესი? გარდა სიმაღლისა რა აქცევს ამ შენობებს მიმზიდველად და რატომ უნდა დააბანდოს პოტენციურმა ინვესტორმა აღნიშნულ პროექტში ფული?
- VR Vake Sky Tower-ისადმი ინტერესი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რადგან ვხედავთ, რომ პროექტისადმი მოთხოვნა დიდია, იმის მიუხედავად, რომ გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა უკვე გვაქვს საკმაოდ ვრცელი მომლოდინეთა სია, რომელთაც სურთ პირველებმა შეიძინონ აპარტამენტი საქართველოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენში.
ასევე აღენიშნება ინტერესი საერთაშორისო, საინვესტიციო, ქვეყნებიდანაც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია: ზარებს უკვე ვიღებთ მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან.
პროექტის უპირატესობებზეც რომ ვილაპარაკოთ გარდა იმისა, რომ VR Vake Sky Tower-ი უნიკალური ინფრასტრუქტურული კომპონენტებისგან შედგება, შენობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული განმასხვავებელი ღირებულებაა მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტა. ორმაგი ვენტილირებადი ფასადის გამოყენება საქართველოს მასშტაბით ინოვაციური სვლაა და გვიხარია, რომ ამ პროექტით ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს #1 საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპულ სამშენებლო მასალებს.
ასევე რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცათამბჯენის ბოლო სართულზე, რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე (230 მეტრზე) განთავსდება ინფინიტი აუზი, საიდანაც გადაიშლება ულამაზესი პანორამული ხედები.
იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე სტრატეგიულ და პრემიუმ ლოკაციაზე (ჭავჭავაძის #49 ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილი) VR Vake Sky Tower ინვესტორებისათვის უალტერნატივო კომპლექსად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც სტრატეგიული ლოკაციით, უნიკალური ინფრასტრუქტურითა და დანიშნულებით გახდება ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრი, შექმნის ათეულობით სამუშაო ადგილს, მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებსა და შეიტანს მნიშვნელოვანი ფინანსურ კონტრიბუციას ქვეყნის ეკონომიკაში.
- როგორია კომპანიის 2025 წლის გეგმები? იგეგმება თუ არა VR Holding-ის მიერ კიდევ ერთი ახალი პროექტის დაანონსება?
- 2025 წელს ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსა და განხორციელებულ გეგმებს გპირდებით, ჩვენი კომპანია ვითარდება და იზრდება, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა ჩვენთვის. ვფიქრობ, VR Holding განაგრძობს წარმატების გზაზე სვლას, რადგან თითოეულ პროექტში როგორც ყოველთვის, მაქსიმალური ენერგია და ყურადღება იქნება ჩვენ მიერ ჩადებული. ნელ-ნელა ვიწყებთ წლის გეგმის კეთებას და ვფიქრობ, საინტერესო სიახლეებით დავბრუნდებით ახალ - 2025 წელს.
უახლესი
4 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში