ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება და მშენებლობის პირველ ფაზას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიზემ განაცხადა.
„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი 18 მარტს გამოცხადდა.
იგივე თემაზე:
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
უახლესი