მიმდინარე წლიდან ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის (CU) კამპუსი სტუდენტების მიღებას დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-ს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კახა შენგელიამ განუცხადა, ამ დროისათვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბათუმთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს. გვინდა, რომ ეს რეგიონი იყოს ერთ-ერთი ჰაბი და განკუთვნილი იყოს, როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ვაპირებთ 2000-2500 სტუდენტის მიღებს, მათ შორის უცხოელების. გეგმები გვაქვს ძალიან დიდი, გვინდა, რომ ბათუმში უმაღლესი განათლების დონე, ასევე ვაპირებთ კერძო სკოლის გაკეთებას. საუბარია ე.წ. საშუალო სკოლაზე. გვინდა, რომ ეს განათლება ბათუმში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - აცხადებს კაცა შენგელია.
კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის განმარტებითვე, პროექტის ფარგლებში შენდება სტუდენტების საცხოვრებელიც.
„ასევე ვაშენებთ ძალიან დიდ, 26 სართულიან საერთო საცხოვრებელს, რათა უცხოელმა სტუდენტებმა იქ იცხოვრონ და თავიანთი წილი შეიტანონ ბათუმის ცხოვრებაში“, - ამბობს შენგელია.
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე, რეფერალური საავადმყოფოსთან ახლოს გაიხსნება.
კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ამბობს იმასაც, რომ უნივერსიტეტში ცალკეული მიმართულებები მორგებული იქნება რეგიონის საჭიროებებს.
„შევასწავლით იმ მიმართულებებს, რაც რეალურად სჭირდება ბათუმს. ესაა პედაგოგიკა, საზღვაო საქმე, ალბათ გვექნება მედიცინაც, გვექნება ფსიქოლოგია, სამართალი და ყველა ის მიმართულება რაც სჭირდება რეგიონს და დასავლეთ საქართველოს“, - განმარტავს შენგელია.
რაც შეეხება უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს, საწყის ეტაპზე თბილისიდან ჩავლენ, თუმცა იქნებიან ადგილობრივი კადრებიც.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების,არქიტექტურისა და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის და დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი და მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები.
კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატი. კავკასიის უნივერისტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.
კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წელს გახდა AACSB-ის წევრი, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება. კავკასიის ბიზნესის სკოლამ აკრედიტაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გაიარა და ემზადება საბოლოო აკრედიტაციისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 68 ქვეყნის 265 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98%, ხოლო სტუდენტების 80% დასაქმებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს. 1911-1924 წლებში, ამ ადგილას სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისტორიულ ძეგლს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა თავდაპირველი იერსახე. რესტავრაცია ჩაუტარდა ყოფილი სემინარიის ყველა იმ ნაწილს, რომელთა აღდგენაც შესაძლებელი იყო.
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით. CU ბათუმის ახალი კამპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საც
უახლესი
3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა