2023 წლის მეოთხე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 35.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 32.1%-ით მეტია (რაც დაახლოებით 8.6 მილიონი ლარია). ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „მაუწყებლის ბაზრის ანგარიშშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის მეოთხე კვარტალს მოიცავს.
კომისიის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში როგორც სატელევიზიო, ისე რადიო მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები (მლნ ლარი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
2023 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წილი, 71.1%, პირდაპირმა კომერციულმა რეკლამამ დააგენერირა.
შედარებისთვის, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სარეკლამო შემოსავლებში პირდაპირი კომერციული რეკლამის წილი 65.6%-ი იყო.
უახლესი
4 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს9 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება