რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა და კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოებზე, რომლებიც რეგიონებში მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარეობის პროცესი განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისთვის მიმდინარე წელს დაახლოებით, 725 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი და ეს მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, ბაღების და სკვერების მშენებლობა-მოწესრიგებას, წყლის პროექტებს, კულტურის სახლების კეთილმოწყობას და სხვადასხვა სამუშაოებს, რომლებიც მუნიციპალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მუნიციპალიტეტების წინაშე ამ მიმართულებებით დგას. ეს შეეხება არ მარტო დაფინანსების გაზრდის საკითხს, არამედ საუბარია მართვის და ნორმატიული აქტების მიმართულებებზე, რათა პროცესი კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმილზე მეტი საკითხი განიხილეს და მუნიციპალიტეტებში ჩასატარებელ სამუშაოებზე დეტალურად იმსჯელეს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ ჩასატარებელ პროექტებს, არამედ ყურადღება იმ პრობლემატიკაზე და გამოწვევებზეც გამახვილდა, რომლებიც ამა თუ იმ სამუშაოების მიმდინარეობას ახლავს თან.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე მან კომიტეტის წევრებს რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც გააცნო, რომლებზეც კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მიიღო.
„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამინისტროს საქმიანი და აქტიური კომუნიკაცია აქვს. პარლამენტის მიერ მიღებული 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მუნიციპალიტეტებში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს", - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი გამყარდა3 საათის წინ
კიბერჰიგიენა სოციალურ მედიაში4 საათის წინ
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს