დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფორმის წარმატება მისი უწყვეტობაა და არა დასრულება - ვიქტორ წილოსანი

რეფორმის წარმატება მისი უწყვეტობაა და არა დასრულება - ვიქტორ წილოსანი

29-10-2023 06:07:00

სულ ბოლო სიახლე თბილისის მერიისგან დიდი გამავლობის ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ეხება. ახალი რეგულაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისკენ ანუ საცობების განტვირთვისკენ გადადმული მორიგი ნაბიჯია. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ისინი თბილისის ცენტრალურ ტერიტორიასა და იმ ადგილებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ, სადაც ინტენსიური  მიმოსვლაა. რეგულაცია გამონაკლისსაც ითვალისწინებს. ინიციატივის წარდგენისას დედაქალაქის მერმა თქვა, რომ გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებზე გავრცელდება. გამოსვალის ძიებაში მერია ბიზნესთან კომუნიკაციაშია, ახლა მთავარი მიზანია ინიციატივამ ისეთი ფორმა მიიღოს, რომ არც არავინ დაზიანდეს და თბილისის ქუჩებიც განიტვირთოს.

სატრანსპორტო პოლიტიკა ეს ის საკითხია, რომელიც ყველას განურჩევლად ეხება, მათ რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობენ და მათაც, რომლებიც თბილისში საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში დღეში საშუალოდ 650 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტიამერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ ეკონომიკის ზრდას ერთად დედაქალაქში არა მხოლოდ ავტომობილების რიცხვი, არამედ მობილობაც იზრდება და ეს მაჩვენებელი ერთ წელში 30%-ით არის გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკითვე, დღეს დედაქალაქს  860 ავტობუსი და 1000 მიკროავტობუსი ემსახურებასაიდანაც ქსელში დაახლოებით 1 400 ერთეულია და რომელიც ჯამში 900 000 მგზავრობას უზრუნველყოფს. თუ კი ამ რიცხვს მეტროს საშუალო დღიურ მგზავრობას დავუმატებთ, 1 400 000-მდე მგზავრობას მივიღებთ. უკვე ცნობილია ისიც, რომ 2024 წელს დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება, რომელიც 10 ძირითად დერეფანზე გადანაწილდება და დამატებით 130 000 მგზავრობას მოემსახურება. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტობუსები  მაღალ მოთხოვნად ხაზებზე მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ავტობუსის შეძენა არ არის მხოლოდ საკმარისი მისი ოპერირებისთვის. 18 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად და ინფრასტრუქტურის გასამართად დაახლოებით 250 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - ვიქტორ წილოსანი.

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა, ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. საქალაქო სამსახურმა დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ დაინტერესება მაღალია და იმედი აქვს, რომგადამზადების შედეგად საუკეთესო კანდიდატები შეირჩევიან. უკვე განსაზღვრულია მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის ანაზღაურებაც. ახალი ავტობუსების მძღოლების ხელფასი გამომუშავებით თვეში საშუალოდ 2500-3000 ლარი იქნება.

სიახლეების ფონზეცთბილისში სატრანსპორტო მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთა შორისაა პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო. ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ ეს ორი გამოწვევა პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან.

სამწუხაროდ სატრანსპორტო რეფორმის კვალდაკვალ ქალაქში მძიმე მემკვიდრეობის გამო გვიწევს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ვინაიდან ამ დროს მიწისქევეშა კომუნიკაციების გამოცვლაც ხდება. თქვენ იცით, რომ ქალაქში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელ რა თქმა უნდა გადაადგილების თვალსაზრისით  დამატებით დისკომფორტს ქმნისამიტომ ამ ეტაპისთვის კვანძების მოწესრიგების პროცესი შეჩერებულია, თუმცა ის აუცილებლად განახლდება. ქალაქში მობილობასთან დაკავშირებით გვაქვს ყოველწამიერი მონაცემი და პერიოდულად მსგავსი ანალიზი კეთდება, თუმცა როგორც ავღნიშნე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას, მსგავსი კვლევის წარმოება არ ხდება, ვინაიდან ნაკადები სხვაგვარად არის გადანაწილებული და სწორ სურათს არ მოგვცემს, - ვიქტორ წილოსანი.

თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც  მსოფლიოში ყველა განვითარებული ქალაქის მიზანი ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებაა, ეს იმიტომ, რომ ქალაქებმა  ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნა შეძლონ და თანაც საცობების გამომწვევ მთავარ მიზეზად სწორედ საკუთარი ავტომობილების რაოდენობა მიიჩნევა. ჩვენი რესპონდენტისთვის  ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს, უფრო უსაფრთხო გარემოს, უფრო სუფთა ჰაერს და მეტსივრცეს ადამიანისთვის. ბუნებრივია გვიჩნდება კითხვა, როგორ წარმოუდგენია მუნიციპალიტეტს ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირება.

საბედნიეროდ ის ეტაპი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა, შესაბამისად ამისთვის ახალი ექსპერიმენტები არ გვჭირდება. ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა უფრო უსაფრთხო ქუჩები, მეტი ინფრასტრუქტურა ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - ვიქტორ წილოსანი.

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა სიახლეებს მეტროს მიმართულებითაც გულისხმობს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 12 მეტროსადგურის მოდერნიზაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, შერჩეულ 12 მეტროსადგურში ბაქნებისა დაჰოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, დაგეგმილია ესკალატორების შეცვლა. ვიქტორ წილოსანის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს მგზავრთა საინფორმაციო სისტემის შეცვლას, ხანძარსაწინააღმდეგო და სპეციალური სატელეფონო სისტემის განახლებას, გაერთიანებული სახელოსნოების აღჭურვასა და რემონტს, შესაბამისი სპეციალისტებისა და თანამშრომლების გადამზადებას.

ვიქტორ წილოსანს ტაქსების რეფორმაზეც ვკითხეთ, გვაინტერესებდა რას ფიქრობს მუნიციპალიტეტი გაამართლა თუ არა ბოლო წლების ცვლილებებმა და იგეგმება თუარა ამ მიმართულებით დამატებითი სიახლეები. წილოსანი გვპასუხობს, რომ მისთვის როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სოციალური ჯგუფი სერვისის გამწევ კლასტერად ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი კი ფიქრობს, რომ რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანდ გაიზარდა, თუმცა ურჩევნია, რომ  შეფასებების ტაქსის მგზავრებს მიანდოს.

ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და როგორც მოქალაქისთვის საინტერესოა, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მუდმივ რეფორმირებას გულისხმობს თუმუნიპალიტეტი რაიმე კონკრეტულ ეტაპზე გაჩერებას გეგმავს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მობილობა ცოცხალი პროცესია, რომელიც ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული

შესაბამისად რეფორმაც მუდმივი განვითარების პროცესია. ამიტომ რეფორმის წარმატება მისი უწყვეტობაა და არა დასრულება“, - ვიქტორ წილოსანი.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუნიციპალიტეტი უცხოელ ექსპრტებთან ერთად მუშაობს, ისეთებთან, რომელებსაც ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ტორბენ ჰაინემანია, მისი სფერო საგზაო მოძრაობის დაგეგმვაა. Business Insider Georgia-სთან საუბრისას ტორბენ ჰაინემანი ამბობს, რომ თბილისს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის სამომავლო გარდაქმნასთან დაკავშირებით ბევრი ისეთი პრობლემა აქვს, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა დიდ ქალაქებს. ამასთან ერთად ძველი ციცაბო უბნების, უამრავი ვიწრო ქუჩებისრთული ტოპოგრაფია კიდევ უფრო ართულებს დიდი ტევადობის საზოგადოებირივი ტრანსპორტის დანერგვას. მისი თქმით, დადებითი ის არის, რომ არსებობს დიდი რაოდენობით კომპრესირებული ბუნებრივი აირით მართვადი თანამედროვე ავტობუსები, ახალი მინი ავტობუსები და მეტროს მოდერნიზებული ვაგონები. ექსპერტის აზრით, ეს კი კარგი ბაზაა საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისახალი 18 მეტრიანი ავტობუსებისთვის გარდასაქმნელად და ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ავტობუსის უფრო გამოკვეთილი ზოლები, საზოგადოებრივი ტრასპორტი ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სარკინიგზო მომსახურება თბილისის მიმდებარე რეგიონებთან სწრაფი დაკავშირების ალტერნატიული ვარიანტი უნდა იყოს. ამასთან, ქუჩებში მასობრივი სარკინიგზო მომსახურების ხელახალი დანერგვის სხვადასხვა ვარიანტები სათანადო კვლევებით უნდა შემოწმდეს და პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებთან ერთად უნდა იქნას განხილული“,  - ტორბენ ჰაინემანი.

საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ექსპერტი გვეუბნება, რომ თბილისი უფრო მიმზიდველი ქალაქი გახდება, თუ ყოველდღიური გადაადგილებისთვის მოქალაქეებს მეტი ვარიანტი ექნებათ და  არ დასჭირდებათ პირადი ავტომობილის გამოყენება. ჩვენი რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს დედაქალაქის უბნების განვითარებას ველო-მეგობრულ უბნებად, რაც უფრო ზუსტად ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელ უბნებში ავტომობილით გადაადგილება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ საათში 30 კილომეტრის სიჩქარით, ან უფრო ნელა. რაც შეეხება მთავარ ქუჩებს, მისი აზრით საჭიროა ველოსიპედისთვის განკუთვნილი დამოუკიდებელი ბილიკები.

ავტობუსების მთავარი მარშრუტები მგზავრებს უნდა სთავაზობდნენ მაქსიმალურად განცალკევებულ ავტობუსის ხაზებს და/ან ავტობუსებისთვის პრიორიტეტის აღმნიშვნელ სიგნალს. რათა დაჩქარდეს ავტობუსების მუშაობის სისწრაფე. ეს კი მომსახურების უფრო მაღალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. პირადი ავტომობილების გამოყენებასთან შედარებით, სერვისი უფრო საიმედო, სწრაფი და მიმზიდველი იქნება. ავტობუსის ზოლები არ უნდა შეიზღუდოს ნაგვის გადასაყრელი ზონებით. ავტომობილების და სატვირთო მანქანების პარკინგი შესაბამისად უნდა იმართებოდეს, ველოსიპედებისთვის კი შესაბამის მიმართულებებზე უნდა არსებობდეს ცალკე პარკინგი“, - ტორბენ ჰაინემანი.

ბუნებრივია გვაინტერესებს, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობის დროს სააგენტოს უცხოელი ექსპერტი, რომელი ქვეყნების და ქალაქების პრაქტიკას ეყრდნობა. ტორბენ ჰაინემანი გვეუბნება, რომ გერმანიის მაგალითები, განსაკუთრებით მათი ბოლოდროინდელი ტრანსფორმირების ფონზე, თბილისისთვის ძალიან სასარგებლოა.

მნიშვნელოვანია იმის აღქმა, თუ სად არის ახლა თბილისი, და კონკრეტულ გამოწვევებთან გამკლავებაში სხვა ქალაქების რა გამოცდილება თუ მაგალითი დაეხმარება. ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენიდან, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას თბილისის ცენტრშიმ ოძრაობის გასაუმჯობესებლად, ველო-მეგობრული უბნების განსავითარებლად, ან იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა შეიქმნას ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ხიდებზე. ლაიფციგისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ გადავაქციოთ სატრანსპორტო სისტემა სოციალისტური ეკონომიკიდან თანამედროვე დასავლურ სისტემად. ასევე თუ როგორ დავიცვათ ქალაქის ცენტრალური ნაწილი მზარდი რაოდენობის კერძო ავტომობილებისგან. 30 წლის წინ ლაიფციგმა ქალაქის ცენტრში ავტომობილების შესამცირებლად კონცეფცია შეიმუშავა. ის 15 წლის წინ განახლდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ლაიფციგის მცხოვრებლები კერძო ავტომობილს სხვა სატრანსპორტო საშუალებას ამჯობინებენ. სხვა ქვეყნებია ნიდერლანდები, პოლონეთი, ავსტრია, შვეიცარია და სინგაპური. თბილისისთვის მისაბაძი მაგალითებია ვენა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქვეითთა და ველო-მეგობრულობის კუთხით. ბრიუსელი, ქალაქის ცენტრში მოძრაობის განმუხტვის, ბარსელონა -  სუპერბლოკების კუთხით, პარიზი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაველო-მეგობრულობის თვალსაზრისით, სინგაპური - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტად გახდომის და ურბანული დაგეგმარების პროცესის კუთხით, ლვოვი -  დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით. გამოცდილების გაზიარება ასევე შესაძლებელია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, მათ შორის არიან ნანტი, ბაქო, ერევანი დალუბლიანა“, - ტორბენ ჰაინემანი.

ავტორი: სოფო ბერიძე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები