რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 7%-ითაა შემცირებული, თუმცა აღნიშნული ოპერაციების მთლიანი მოცულობა 23%-ითაა გაზრდილი. ანუ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ქართული ბარათებით საზღვარგარეთ გადახდებმა, ეს იქნება ბანკომატებით თუ პოს-ტერმინალებით 23,4%-იანი ზრდა აჩვენა.
სებ-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ქართული ბარათებით საზღვარგარეთ 67 004 141 ერთეული ოპერაცია შესრულდა, რომლის ფარგლებიც თანხის ბრუნვამ 9 704 717 ათასი ლარი შეადგინა. ამ მხრივ ყველაზე აქტიური ნოემბერი იყო, რადგანაც სწორედ აღნიშნულ თვეში სულ 867 611 ათასი ლარის ტრანზაქცია დაფიქსირდა.
საზღვარგარეთ ბანკომატების მეშვეობით ყველაზე მეტი თანხის ბრუნვა VISA-ს ბარათებიდან დაფიქსირდა, 2024 წელ სულ 496 918 ათასი ლარი. 2023 წლის მაჩვენებლებთან კლება 7%-ია.
პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით ქართული ბარათებიდან ყველაზე მეტი თანხის ბრუნვა ასევე VISA-ს ბარათებიდანაა დაფიქსირებული. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ამ მიმართულებით ზრდა 20%-ია.
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით კი 1%-ით შემცირდა.
2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 003 952 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 258 081 ბარათს შეადგენდა.
უახლესი
1 საათის წინ
Art Glass Studio ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო