Art Glass Studio განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება და 2025 წელს მომხმარებელ არაერთ სიახლეს შესთავაზებს. სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების მენეჯერს ლია ცქვიტინიძეს ესაუბრა.
„დავიწყეთ მცირე პროდუქციის წარმოებით როგორიცაა: შუშაზე ჭრა, გრავირება. შემდეგ ტექნიკები გამრავალფეროვნდა და მივედით იქამდე სადაც ეხლა ვართ - დავხვეწეთ ტექნიკები. ადრე თუ ექსპერიმენტის სახით ვაკეთებდით, ეხლა იგივე ,,ტიფანის ტექნოლოგიას" უფრო თამამად და მასიურად ვაკეთებთ. მხსვილი, რთული შეკვეთების გაკეთება დავიწყეთ. გაფართოებას, აპარატის დადგმას ვგეგმავთ და ა.შ. პროდუქციას ვამზადებთ ფერადი შუშებით, კრისტალებით. ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობთ“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სასტუმროებთან, ასევე რესტორნებთან. გარდა ამისა, იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.
„ჩვენი პროდუქცია დამატებით ესთეტიკას ქმნის ინტერიერში. რესტორნებიც ამიტომ ირჩვენ ჩვენს კომპანიას. ვმუშაობთ ინდივიდუალურ დიზაინებზეც, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი სურვილის შესაბამისად მიიღონ განსხვავებული და ორიგინალური პროდუქცია. სწორედ ამიტომ მოთხოვნა გაზრდილია. ჩვენც დავიხვეწეთ. უფრო მეტად მრავალფეროვან არჩევანს ვთავზობთ - ადრე თუ მხოლოდ გრავირებას ვთავაზობდით ეხლა უფრო დიდი არჩევანი გვაქვს ფერების, მოხატვის თვალსაზრისით“, - განმარტავს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.
Art Glass Studio მდებარეობს ქალაქ ბათუმში, თუმცა პროდუქციას გზავნის როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც.
,,ჩვეთბის ტერიტორიული გაფართოება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც კიდევ ერთი სახეობის წარმოების დამატება. 2024 წელი კარგი წელი იყო - მეტად გაიზარდა მოთხოვნა საქართელოს სხვადასხვა ლოკაციიდან. ჩვენ ყველა ტექნოლოგიას ვფლობთ და აქტიურად ვაკეთებთ შესაბამის შეკვეთებს, რაც ჩვენს კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე.
უახლესი