დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო

წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო

05-02-2025 11:58:00

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„წავკისში გვქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია - დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები