დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ფილმების ინდუსტრიაში

რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია ფილმების ინდუსტრიაში

19-11-2023 09:50:26

გიზიარებთ ბლოგს:  ფილმებს, სერიალებსა და შოუებს დღეს თითქმის ყველა უყურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახის პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. უფრო მეტიც, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იზრდება მაყურებლების რაოდენობა, რაც გლობალურად ელექტრონული მოწყობილობების გავრცელებით და არჩევანის მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

კინოინდუსტრიის საერთო შეფასება 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და პროგნოზირებულია, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო ათი წლის განმავლობაში მდგრადად გაიზრდება. ცხადია, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს აქვთ იმის საშუალება, რომ ფილმებით ტკბობის გარდა, ამ საბაზრო ტენდენციით სარგებელიც მიიღონ და გართობის ინდუსტრიაში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებში ინვესტიცია განახორციელონ.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს, ამ ინდუსტრიაში რამდენიმე მსხვილი კინოსტუდიაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: Walt Disney, Universal Pictures, Warner Bros, MGM და Paramount. ზემოხსენებული სტუდიები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფილმებისა და სერიალების ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობენ, რაც მათ სამომავლო ზრდის დიდ პოტენციალს აძლევს.

კინოსტუდიების გარდა, ამ ინდუსტრიაში აქტიურად არიან წარმოდგენილნი სტრიმინგ-პლატფორმები, რომლებიც საკუთარ ფილმებსა და სერიალებსაც კი იღებენ. ბაზრის უდიდეს ნაწილს რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმა ინაწილებს, მათ შორისაა: Netflix, Disney Plus, Apple TV+, Amazon Prime Video, YouTube TV, Hulu, HBO Max და Peacock. ყოველ მათგანს უნიკალური თვისებები გამოარჩევს, მაგალითად, Netflix-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს; Disney-ს ყველაზე მეტი ცნობილი ფილმი და პერსონაჟი ეკუთვნის; Apple და Amazon-ი კი საერთოდაც ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიური გიგანტები არიან, რომელთაც სტრიმინგ-ბიზნესი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ აქვთ.     

2013 წელს სტრიმინგ-ინდუსტრია დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა 2022 წლისთვის ინდუსტრიის შეფასებამ $455 მილიარდს მიაღწია, რაც 9,000%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ასეთი დრამატული ცვლილების მიუხედავად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ინდუსტრიის შეფასება $2 ტრილიონს მიაღწევს, ანუ მომდევნო 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 340%-იანი ზრდა გვექნება.

სტრიმინგ-პლატფორმებზე მომხმარებლების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ტექნოლოგიური პროგრესია. ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს წვდომა ინტერნეტთან, სმარტფონთან, პერსონალურ კომპიუტერთან და ჭკვიან ტელევიზორთან, რაც Netflix-ისა თუ Disney Plus-ის დაფარვის ზონას სულ უფრო მეტად ზრდის.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს მომხმარებლის ქცევის ცვლილებაც. წარსულში ფილმის ან სერიალის ყურება წინასწარ განსაზღვრულ განრიგთან იყო დაკავშირებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კინოსა თუ ტელევიზიაში ფილმი მხოლოდ მაშინ გადიოდა, როდესაც ამას ზემოხსენებული დაწესებულებების ხელმძღვანელები გადაწყვეტდნენ. ახლა უკვე მაყურებელი ფილმს ზუსტად მაშინ უყურებს, როდესაც მას მოესურვება, ეს კი ფილმებისა თუ სერიალების მიყოლებით ყურების, ე.წ. Binge-watching-ის პრაქტიკას უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, შესაძლოა, სერიალის მთელ სეზონს ერთ დღეში გადაბმულად უყუროს.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ მზარდი მოთხოვნის ფონზე, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფილმი და სერიალი გამოდის, რაც მაყურებლების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენოთ 2023 წლის ყველაზე პოპულარული ფილმი, „ბარბი“, რომელმაც გლობალური ფურორი მოახდინა. „ბარბის“ წარმატების წყალობით, ამ პერსონაჟის შემქმნელი კომპანიის, Mattel-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთ წელიწადში თითქმის 18%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია ფილმის გამოსვლასთან.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ფილმების ინდუსტრიაში ინვესტიციის განხორციელების მრავალი გზა არსებობს და ყოველი მათგანი მობილბანკშია ხელმისაწვდომი.

 რატომ უნდა განახორციელო ინვესტიცია კვების ინდუსტრიაში

თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ საკმაოდ სწრაფად იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელია – ადამიანებს საკვები და სასმელი მუდმივად სჭირდებათ, თანაც ყოველწლიურად იმაზე უფრო მეტი, ვიდრე წარსულში, რაც დედამიწის მოსახლეობის ზრდითაა განპირობებული.

კვების ინდუსტრია ამჟამად დაახლოებით 8 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა პროგნოზირებულია, რომ 2030 წლისთვის ამ ინდუსტრიის მოცულობა 14 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ცხადია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიები დროსთან ერთად უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი აქციების ღირებულებაზეც აისახება.

თუკი კვების ინდუსტრიაში ინვესტირებას განიხილავთ, მაშინ რამდენიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. პირველი და ყველაზე პირდაპირი გზა საკვებისა და სასმელების მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირებაა. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ კომპანია Nestle, რომელიც ტკბილეულის წარმოების ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოს მასშტაბით 2,000-მდე ბრენდს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახლზე წარმოდგენილი პროდუქტების უმრავლესობა სწორედ Nestle-ს მიერაა წარმოებული. ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში Nestle უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებს.

შესაძლოა, არჩევანის გაკეთება გამაგრილებელ სასმელებზე გსურდეთ. ამ შემთხვევაში ბაზარზე ორ ამერიკულ გიგანტს ვხედავთ: Coca-Cola-ს და Pepsico-ს. ამ კომპანიებს ინვესტორები ყველაზე უსაფრთხო არჩევანად განიხილავენ, რადგან მსოფლიოში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომხმარებლები კოკა-კოლას და პეპსის მაინც იყიდიან.

ამ სექტორში უხვადაა წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებიც, მათ შორისაა: Heineken, Kweichow Moutai და Anheuser-Busch. 

ცხადია, კვების ინდუსტრია მხოლოდ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს არ მოიცავს, ინვესტიციის განხორციელება რესტორნების ქსელებშიც შეგიძლიათ, მაგალითად: McDonald’s-ში, Chipotle-ში, Domino’s-სა და Wendy’s-ში.

თუკი უფრო დივერსიფიცირებული არჩევანის გაკეთება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ თანხა სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად: Walmart-ში, Costco-ში, Target-ში ან Kroger-ში დააბანდოთ. საქმე ისაა, რომ საკვებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას სწორედ სუპერმარკეტების დახმარებით ახდენენ, შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით რაც უფრო მეტი შოკოლადი ან კოკა-კოლა გაიყიდება, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ მაღაზიების ქსელებსაც, ამიტომ პოზიტიური კორელაციის ფაქტორს ამ ინდუსტრიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აქვე, კვების ინდუსტრიის რამდენიმე სპეციფიკაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ ამ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს არ ახასიათებთ ციკლურობა, ანუ მათი შემოსავლები არ არის დამოკიდებული წლის კონკრეტულ დროზე ან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, საჭმელსა თუ სასმელს ადამიანები ყოველთვის იყიდიან, წლის პერიოდისა თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მიუხედავად. ეს მოცემულობა სამომავლო პროგნოზების გაკეთებას ამარტივებს, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ Walmart-ისა თუ McDonald’s-ისგან ისეთ დრამატულ ზრდას არ უნდა ველოდეთ, როგორიც Nvidia-ს ან Tesla-ს შეიძლება ჰქონდეთ.

სტაბილურობას ერთი დიდი უპირატესობაც თან ახლავს – ზემოხსენებული კომპანიების უმრავლესობა პერიოდულად დივიდენდებსაც გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების ფლობის სანაცვლოდ ყოველ კვარტალში კომპანიის მიერ გამომუშავებული მოგების ნაწილს მიიღებთ, რაც პერიოდული შემოსავლის გაჩენის საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, შეგიძლიათ თქვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი დივიდენდების გამცემი კომპანიებით დააკომპლექტოთ და ამით პასიური შემოსავლის წყარო შექმნათ.  

საბოლოო ჯამში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვების ინდუსტრიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენება კი საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით მარტივადაა შესაძლებელი.

გაცნობებთ, რომ მობილბანკში ინვესტირების დასაწყებად განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ: 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ, სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა. გაიგეთ მეტი აქ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები