სებ-მა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალს“ ფულადი ჯარიმა დააკისრა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, რომ შემოწმების პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 ფაქტი, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან 2023 წლის 30 აგვისტოს მოწოდებული დანართი №2-ში “სესხები საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით” არ ფიქსირდებოდნენ კლიენტები რომლებიც ასახულნი იყვნენ “კლიენტთა ბაზის ფორმაში”. რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 2,000 ლარი.
შემოწმების პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევა, რაც ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ ორ დარღვევაზე სულ - 2,000 ლარი.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო ოდენობით 4 000 ლარი.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები