საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში (იანვარ-თებერვალი) ექსპორტის მიხედვით აზერბაიჯანი მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ზრდა გასული წლის ექსპორტის მაჩვენებლებთან კი 20.5%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 111,237.14 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 92 336.2 ათას დოლარს. მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოს ექსპორტის 12.2%-ი სწორად აზერბაიჯანზე მოდის.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილეს იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგში, აზერბაიჯანი (ექსპორტის რეიტინგის მსგავსად), აქაც მეოთხე პოზიციაზეა.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აზერბაიჯანიდან 130 914.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 156 694.9 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 16.5%-ია. 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს მთლიან იმპორტში აზერბაიჯანის წილი 6.6%-ია.
საქართველოს აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ექსპორტი 2013 წელს უფიქსირდება - 709,919.20 ათასი დოლარის, ხოლო იმპორტი 2012 წელს - 703,803.69 ათასი დოლარი.
2022 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 640,175.16 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
ტოპ-5 პროდუქტი, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა:
2022 წელს საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 672,628.04 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
რა გაყიდა საქართველომ აზერბაიჯანში ტოპ-5 პროდუქტი :
ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სტატისტიკით მთლიან FDI-ში აზერბაიჯანის წილი 0.3%%-ია.
უახლესი