დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ცვლის წარმოებაში საიუველირო ბრენდი Pandora - Bloomberg

რას ცვლის წარმოებაში საიუველირო ბრენდი Pandora - Bloomberg

05-03-2023 14:00:44

სამკაულების მწარმოებელმა დანიურმა ბრენდმა Pandora-მ აიღო მდგრადი ვალდებულება, რომ 2025 წლიდან ბრენდის სამკაულებისთვის 100%-ით რეციკლირებულ ვერცხლსა და ოქროს გამოიყენებს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

3 მარტს კომპანიამ თავისი პირველი 500 მილიონი ევროს (531 მილიონი აშშ დოლარი) ობლიგაცია გაყიდა, რომლის ვადაც ხუთი წელია. 

Pandora-სმდგრადი ვალდებულების შეთანხმება მოიცავს სამ მიზანს, რომელთაგან ორი ფოკუსირებულია ემისიების შემცირებაზე, ხოლო მესამე ორი წლის განმავლობაში გადამუშავებული ოქროსა და ვერცხლის მთლიან გამოყენებას განსაზღვრავს. 

„Pandora-მ ეს შეთავაზება საბანკო სესხების ბაზარზე მისი ექსპოზიციის შესამცირებლად და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით გააკეთა.

გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის, მათ შორის არსებული ვალის რეფინანსირებისთვის“, - თქვა Bloomberg-ის წყარომ.

Pandora ასევე აცხადებს, რომ 2023 წელს მინიმუმ 100 ახალი მაღაზიას გახსნის.

ბრენდის აქციების ფასი, მოგებისა და აქციების გაყიდვის გეგმების გამო წლის დასაწყისიდან თითქმის 36%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ  Pandora-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და ბელორუსში გაყიდვები შეაჩერა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები