საახალწლოდ სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს ნომრების 50%-ი უკვე გაყიდულია. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა. გოგინავას განმარტებით, ჯავშნების მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობაა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.
„საახალწლო პერიოდზე ოთახების 50% უკვე გაყიდულია. მთავარი ქვეყნები, საიდანაც ჯავშნებია შემოსული არის: სომხეთი, აზერბაიჯანი და არაბეთის ქვეყნები
რაც შეეხება 31 დეკემბერს გვექნება საახალწლო ფურშეტი და ცოცხალი მუსიკა: მარიამ გალოგრე“, - განმარტავს Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში Radisson RED Tbilisi 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა. სასტუმრო ფოსტის ყოფილ შენობაშია განთავსებული, რომელსაც ძველი იერსახე აქვს შენარჩუნებული. ისტორიული ფოსტის შენობა 1920-იანი წლებით თარიღდება.
უახლესი