სწრაფი კვების რესტორნებზე მოთხოვნა იზრდება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ისეთი ამერიკული ბრენდები როგორიც Wendy's-ი, Dunkin-ი და Subway-ია, რომელთაც საქართველოში ოფიციალურად „ვისოლი ჯგუფი“ წარმოადგენს, ფართოვდება.
„ვისოლი ჯგუფის“ გეგმებშია, რომ უახლოეს წლებში ამ ბრენდების რესტორნების რაოდენობამ ქვეყანაში 200-ს მიაღწიოს.
უფრო დეტალურად რა გეგმები არსებობს საქართველოში 2025 წლისთვის სამივე ბრენდის გაფართოების მიმართულებით, Business Insider Georgia Wendy's-ის, Dunkin-ისა და Subway-ს აღმასრულებელ დირექტორ გივი გვეტაძეს ესაუბრა.
- ბატონო გივი დღეისათვის „ვისოლი ჯგუფში“ შემავალი რესტორნების რაოდენობა 120-ს შეადგენს. უახლოესი წლების გეგმაა, რომ ქვეყანაში Wendy's-ის, Dunkin-ისა და Subway-ის რესტორნების რაოდენობამ ერთობლიობაში 200-სს მიაღწიოს. რა გეგმაა ამ მიმართულებით 2025 წლისთვის, აქცენტი უფრო რეგიონებზე გაკეთდება თუ ერთნაირად „შეუტევთ“ თბილისსაც და რეგიონებსაც?
- დღეისათვის ჩვენ ჯგუფში ვაერთიანებთ 120-ზე მეტ რესტორანს, საუბარი მაქვს Wendy's-ის, Dunkin-ისა და Subway-ის რესტორნებზე. წლის ბოლომდე ვგეგმავთ Wendy's-ის კიდევ ერთი რესტორნის გახსნას. ეს იქნება საქართველოში Wendy's-ის რიგით მეოცე რესტორანი.
რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას. გავხსნით, როგორც Wendy's-ის ახალ რესტორნებს, ისე Dunkin-ისა და Subway-ის ახალ ობიექტებს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის გვქონდეს დაახლოებით 135-140 რესტორანი. ობიექტებს გავხსნით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში.
- უკვე თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ქალაქები, სადაც Wendy's-ის, Dunkin-ისა თუ Subway-ის ახალი რესტორნები გაიხსნება?
- ჩვენ თითქმის ყველა ქალაქში ვართ წარმოდგენილი, თუმცა, სადაც გაქვს ერთი რესტორანი იქ რესტორნებს კიდევ დავამატებთ. მაგალითად, Dunkin-ის რესტორნებს გავხსნით, როგორც თბილისში ისე დედაქალაქის გარეთ. იგივე ეხება Wendy's-ისა და Subway-ის რესტორნებს - ეს იქნება ქუთაისი, ბათუმი, თუ სხვა ქალაქები.
ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა და საშუალება, რომ გვესტუმრონ ჩვენ რესტორნებში და მიიღონ გამორჩეული ხარისხის მომსახურება, დააგემოვნონ ჩვენი ფრეშ პროდუქტები: გაუყინავი ხორცი, ახალი პური, უგემრიელესი სენდვიჩები და მიირთვან უგემრიელესი ყავა სამივე ბრენდის რესტორნებში.
- რას აკეთებს ჯგუფი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისთვის და რა გეგმებია Wendy's-ის, Dunkin-ისა და Subway-ის რესტორნებში ამ მიმართულებით?
- ასორტიმენტზე ჩვენ მართლაც, რომ მუდმივად ვმუშაობთ. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მომხმარებლების ყველა სეგმენტი. დღევანდელი დღეც ამის კარგი დასტურია, ჩვენ დავამატეთ ისეთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც აქამდე მენიუში არ გვქონია. ეს არის Beyond Meat-ის მცენარეული ხორცი. პროცესი გრძელდება და ცხადია მომავალშიც დავამატებთ ახალ პროდუქტებს.
ჩვენ Wendy's-ში გაქვს ასეთი პროცესი დანერგილი, რომ ყოველ წელს გაქვს გარკვეული ახალი პროდუქტი, რომელსაც ვარქმევთ limited time offer - ანუ შეზღუდული დროით შეთავაზება. ეს ნიშნავს სრულიად ახალი გემოვნური თვისებების პროდუქტის შექმნას, რომელსაც შემდგომ ვყიდით ყველა ჩვენს რესტორანში. უბრალოდ ეს შეთავაზება აქტიურია გარკვეული დროით, ეს შეიძლება იყოს 1 თვე ან 2 თვე.
მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გვქონდა მართლაც უნიკალური პროდუქტი Wendy's-ში ეს იყო გასინჯე „ტაკის ბურგერი“. ეს იყო ბურგერი ტაიკისის ჩიფსებთან ერთად და ძალიან გემრიელი პროდუქტიც იყო. „ტაკის ბურგერმა“ მომხმარებლების სრული აღფრთოვანება გამოიწვია და ვთქვი, რომ საკმაოდ წარმატებული შეთავაზება იყო.
გვესტუმრეთ Wendy's-ის რესტორნებში, თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში, რეკლამებში და თქვენ პირველები გაიგებთ იმ სიახლეების შესახებ რაც ჩვენს ბრენდებში იქნება. ზუსტად ანალოგიურს ვაკეთებთ Dunkin-შიც და იგივე კეთდება Subway-შიც.
ჩვენ მუდმივად გაქვს ახალი პროდუქტები, რათა მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს ჩვენი ბრენდები, უკეთესი გამოცდილება მიიღონ ჩვენს რესტორნებში სტუმრობით და ვფიქრობ, რომ ამით უფრო მეტ პოპულარიზაციას ვუწევთ იმ ამერიკულ ბრენდებს, რომელსაც ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ.
უახლესი