დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტს წარვუდგენთ საინტერესო ბიუჯეტს და სამთავრობო პროგრამას. ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს სამინისტროებთან, გავდივართ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ასახული იყო წინასაარჩევნო პროგრამაში - ლევან ჟორჟოლიანი

პარლამენტს წარვუდგენთ საინტერესო ბიუჯეტს და სამთავრობო პროგრამას. ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს სამინისტროებთან, გავდივართ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ასახული იყო წინასაარჩევნო პროგრამაში - ლევან ჟორჟოლიანი

20-11-2024 17:56:00

პარლამენტს წარვუდგენთ ძალიან საინტერესო ბიუჯეტს და სამთავრობო პროგრამას, - განუცხადა „ქრონიკას“ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებია ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან.

„უდიდესი ყურადღება ეთმობა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება. ჩვენ მოსახლეობას, პარლამენტს შესაბამისად, წარვუდგენთ ძალიან საინტერესო ბიუჯეტს და სამთავრობო პროგრამას. ბიუჯეტზე მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. ბოლო დღეებია ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან და გავდივართ ყველა იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ასახული იყო წინასაარჩევნო პროგრამაში. შესაბამისად, ასახული იქნება სამთავრობო პროგრამაში.

რაც შეეხება განრიგს, იცით რომ, მომავალ კვირაში იკრიბება პარლამენტი და ასევე მომავალ კვირაში იქნება მთავრობის წარდგენა“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მოხდება უფლებამოსილების ცნობა და ახლად არჩეული დეპუტატები დაიწყებენ საპარლამენტო საქმიანობას. ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები