დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს „კოხტა-მიტარბი“ შემოდგომის სეზონზე მომხმარებელს

რას სთავაზობს „კოხტა-მიტარბი“ შემოდგომის სეზონზე მომხმარებელს

24-09-2023 08:53:34

განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მიკროკლიმატი და ოთხივე სეზონზე ტურისტულად აქტიური გარემო - ეს ის ბენეფიტებია, რაც კოხტა-მიტარბის უნიკალურს ხდის.

„შეიძინე აპარტამენტი კურორტზე კოხტა-მიტარბი: დასრულებული აპარტამენტები, ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილი $ 38 280-დან ეკვივალენტი ლარში! მიმდინარე პროექტი, რემონტით, ჩაშენებული ავეჯით $36 630 - დან ეკვივალენტი ლარში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა არის Kokhta-Mitarbi Resort-ის კონკურენტული უპირატესობა? როგორც Business Insider Georgia-ს ლისი დეველოპმენტის პროექტის კოხტა მიტარბის/Kokhta-Mitarbi Resort გაყიდვების დირექტორმა ნათია აბაშიძემ განუცხადა, მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ბაკურიანში მდებარე ეს ლოკაცია არის საუკეთესო და კოხტა მიტარბის კომპლექსი ტყეშია ჩაფლული.

მისი თქმით, კოხტა მიტარბის პროექტის ფარგლებში სამი კომპლექსი დასრულებულია, სადაც ბინების 80% საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს.  „სამი კომპლექსი გვაქვს გაყიდვაში B1; B2 და B3 ბლოკები, რომელიც კოხტას საბაგიროსთან და სასტუმრო „რუმსთან“ მდებარეობს.

ამ კომპლექსში გასაყიდი დარჩა მხოლოდ პირველ სართულზე 33 კვ/მ-ს ფართის სტუდიოს  ბინები, ერთსაძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც დასრულებულია. ამ დროისთვის ამ ბინების 1 კვ/მ-ს ფასი $1 200-ია. ბინები გარემონტებულია, ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი“, - ამბობს ნათია აბაშიძე. 

კოხტა მიტარბის კომპლექსის გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კომპლექსი აშენდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მშენებლობის დაწყების ვადა უცნობია. „მანამდე გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაიხსნება რამდენიმე მაღაზია“.   

შეგახსენებთ, რომ კურორტი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია.

შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს. კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია. ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად. „პროექტის უმაღლესი სტანდარტის და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქისგან განტვირთვას ეძებს. თუ სწორი ინვესტიციის განხორციელება გინდა - აირჩიე კურორტი კოხტა-მიტარბი“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები