დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს ღვინის ბირჟა მომხმარებლებს WEEKEND-ზე

რას სთავაზობს ღვინის ბირჟა მომხმარებლებს WEEKEND-ზე

29-10-2023 19:25:37

დღეს ღვინის ბირჟაზე დეგუსტაცია - სემინარი მეღვინეებთან შეხვედრა იმართება.

„გაისინჯება კლასიკური და ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო იმერეთიდან და კახეთიდან“, - განუცხადეს Business Insider Georgia- ს კომპანიაში. 

კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა „მუზეს“ პეტ-ნატი მწვანე, (2022 წ.); პეტ-ნატი საფერავი,  (2022 წ). 

მექღვინეობა „ნიოსები“ კი დეგისტაციაზე ციცქას (2022 წ) გამოიტანს. ასევე (2022 წ) ციცქა-ცოლიკაურ-კრახუნასა და უსახელაური-ოცხანური საფერეს. 

„ღვინის ბირჟის“ დეგუსტაციაზე „გუჯა გუჯაძის მარანი“ 2022 წლის საფერავს შესთავაზებს მომხმარებელს.

ასევე საფერავსა და ტყემლის არაყს წარმოადგენს მეღვინეობა „ახმეტელი“. 

„ღვინის ბირჟაზე" დეგუსტაცია-სემინარები აქტიურად იმართება. პროფესიონალები და მოყვარულები ღვინოს ერთად აგემოვნებენ, სინჯავენ, აფასებენ, სწავლობენ და გვიზიარებენ.

„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები