დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის საქართველო ევროკავშირის ბაზარზე

რას ყიდის საქართველო ევროკავშირის ბაზარზე

08-09-2023 20:00:04

2023 წლის 7 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 448,578.32 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 7,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ამ ბაზარზე ექსპორტზე 485,256.01 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.

2023 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია, რომელზედაც მთლიანი ექსპორტის 45%-ი მოდის. მეორე ადგილზეა სასუქები, ხოლო მესამეზე ეთილის სპირტი.

ტოპ-10 პროდუქტი რასაც საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 203,844.98 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 29,452.51 ათასი დოლარი;
  •  ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 22,558.07 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 20,767.12 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 16,492.90 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16,376.65 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 15,140.31 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 8,344.19 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 7,040.10 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 6,972.50 ათასი დოლარი;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები