რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში TOP-5 პროდუქტი
19-10-2023 11:07:10
2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 195.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 876.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 471.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან რუსეთში 9 თვეში $511 770.7 ღირებულების პროდუქცია გავიდა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები - იანვარ - სექტემბერი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $129 064.4 - 47 956.7ტონა
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $129 064.4 - 4 951.0
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $48 503.6 - 88 709.8 ტონა
- მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის შემცველობით - $47 874.5 - 61 102.2 ტონა
- ფეროშენადნობები - $45 666.7 - 36 395.9 ტონა
- დანარჩენი საქონელი – სულ - $173 714.8
რუსეთიდან საქართველოში 9 თვში $1 364 268.1 ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები - იანვარ -სექტემბერი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $477 623.5 - 674 270.4 ტონა
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $98 664.9 - 370 410.9 ტონა
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $38 238.3 - 79 035.2 ტონა
- ხორბალი და მესლინი - $37 784.6 - 141 768.1ტონა
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $36 233.7 - 60 949.4 ტონა
- დანარჩენი საქონელი – სულ - $675 723.2