ანტიაგრეგანტები, იგივე სისხლის გამათხელებლები ეწოდება ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავს თრომბოციტების ფუნქციას, ართმევს მათ ურთიერთშეწებების უნარს და ამით ადამიანს თრომბოზული გართულებებისგან იცავს.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტია კარდიომაგნილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი წამალია.
კარდიომაგნილი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (75 მგ), მაგნიუმის ჰიდროქსიდს (15.2 მგ.), მაგნიუმის სტეარატს, კარტოფილის სახამებელს, სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას (15მგ.), ტალკს, პროპილენგლიკოლს და გაწმენდილ წყალს.
პრეპარატი გამოდის აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული “გულის” ფორმის ტაბლეტების სახით და ინიშნება იმ დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომელთაც თან ახლავთ თრომობოციტების მომატებული აგრეგაცია, ესენია:
რა უნდა გაითვალისწინოთ კარდიომაგნილის მიღებამდე — უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
კარდიომაგნილი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც:
კარდიომაგნილის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს იმატებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანებისა და სისხლდენის გახანგრძლივების რისკი.
პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავების დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
რა დოზებით უნდა მივიღოთ კარდიომაგნილი და რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
კარდიომაგნილის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. თუ მისი გადაყლაპვა გიჭირთ შეგიძლიათ გაყოთ, დაღეჭოთ ან დაფხვნათ.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა — მკურნალობის პირველ დღეს 150 მგ. დღე-ღამეში, ხოლო შემდგომ – 75 მგ. დღე- ღამეში.
რაც შეეხება დოზის გადაჭარბებას, ეს საკმაოდ სახიფათოა და იწვევს: ხმაურს ყურებში, სმენის დაქვეითებას, თავბრუსხვევას, მოუსვენრობას, ოფლიანობას, მუცლის ტკივილს, ღებინებას (ზოგჯერ სისხლიანსაც), გულისცემისა და სუნთქვის აჩქარებას. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულის მუშაობის დარღვევა, უფრო იშვიათად კი ფილტვების შეშუპება.
დოზის გადაჭარბების ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ახლომდებარე კლინიკას, ან შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.
უახლესი
1 საათის წინ
Honda და Nissan-ი საერთო კომპანიის შექმნაზე მუშაობენ3 საათის წინ
რას იწვევს კარდიომაგნილის დოზის გადაჭარბება?