ავტომწარმოებლებს Honda-სა და Nissan-ს შორის კომპანიების შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei ავრცელებს, რომლის ცნობითვე, აღნიშნული გარიგება, სავარაუდოდ მესამე იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Motors-საც მოიცავს. ამ გაერთიანების მიზანი კი ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალი საწარმოს ჩამოყალიბებაა.
თანამშრომლობის ფარგლებში Nissan-ი და Honda საერთო ჰოლდინგის ქვეშ ოპერირებას განიხილავენ.
მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება.
Nikkei იტყობინება, რომ კომპანიები ამ გარიგებაში Mitsubishi-ის ჩართვასაც განიხილავენ. დღეისათვის Nissan-ი Mitsubishi-ის აქციათა 24%-ის მფლობელია.
უახლესი
18 წუთის წინ
Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა3 საათის წინ
TOP 3 პროდუქტი, რაც საქართველოს ექსპორტზე გააქვს3 საათის წინ
III კვარტალში მშპ-ს ზრდამ 11% შეადგინა - საქსტატი