დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Honda და Nissan-ი საერთო კომპანიის შექმნაზე მუშაობენ

Honda და Nissan-ი საერთო კომპანიის შექმნაზე მუშაობენ

19-12-2024 09:09:00

ავტომწარმოებლებს Honda-სა და Nissan-ს შორის კომპანიების შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei ავრცელებს, რომლის ცნობითვე, აღნიშნული გარიგება, სავარაუდოდ მესამე იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Motors-საც მოიცავს. ამ გაერთიანების მიზანი კი ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალი საწარმოს ჩამოყალიბებაა.

თანამშრომლობის ფარგლებში Nissan-ი და Honda საერთო ჰოლდინგის ქვეშ ოპერირებას განიხილავენ.

მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება.

Nikkei იტყობინება, რომ კომპანიები ამ გარიგებაში Mitsubishi-ის ჩართვასაც განიხილავენ. დღეისათვის Nissan-ი Mitsubishi-ის აქციათა 24%-ის მფლობელია.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები