დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ეშლი ჰოუმსთორი“ ავეჯის ასორტიმენტის გაფართოებასა და ფილიალების დამატებას გეგმავს

„ეშლი ჰოუმსთორი“ ავეჯის ასორტიმენტის გაფართოებასა და ფილიალების დამატებას გეგმავს

18-12-2024 19:00:00

საახალწლოდ ავეჯის კოლექცია განვაახლეთ და მომხმარებლებს, ოთხივე ფილიალში 40%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ, - ამის შესახებ Business Insider Gerogia- თან „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა.

„სრულად განვაახლეთ საწოლების კოლექცია და რბილი ავეჯის ნაწილი. ასევე ველოდებით განახლებულ კოლექციას 2025 წლის მარტში“, - აცხადებს „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალური მენეჯერი.

რაც შეეხება მოთხოვნასა და გაყიდვებს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, დეკემბერი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება სახეზეა.

„2024 წელს კომპანიის გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდი იყო და ავეჯზე მოთხოვნა ფიქსირდებოდა. თუმცა დეკემბერში გაყიდვები სავარაუდოდ 20%-ით შეგვიმცირდება. მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემები, გაყიდვების თვალსაზრისით აღემატება გასულ წელს. ჯამში წელს წარმატებულად ვაფასებთ“, - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, თუ გაყიდვების კუთხით ახალი წლიდან მზარდი ტრენდი დაფიქსირდა, გეგმავენ ფილიალების დამატებას.

ამ დროსთვის კომპანიას ავეჯი შემოაქვს ვიეტნამიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და დანიიდან. კერძოდ, იმ ქვეყნებიდან, სადაც კომპანიას ლოკალური წარმოება აქვს.

„ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ამერიკული ბრენდი Ashley Home Store ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. ბრენდი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ცნობისთვის, Ashley Furniture HomeStore 1945 წელს აშშ-ში დაარსდა. პირველი დღიდან კომპანია აწარმოებდა მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ხის ავეჯს. მეორე ფილიალი კომპანიამ 1970 წელს გახსნა, დღეს კი მსოფლიოს 123 ქვეყანაში 800-ზე მეტ ავეჯის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ Ashley Furniture Homestore-ის ამერიკული პროდუქცია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები