დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 10 თვის სტატისტიკა

რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 10 თვის სტატისტიკა

20-11-2023 17:00:24

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 54%-მდეა გაზრდილი.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, მიმდინარე წლის 10 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 151,700,551.00 ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 98,532,171.85 ლარი. 

შესაბამისად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლებით (შედარება 2022 წლის 10 თვის მონაცემებთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 54%-იან ზრდას აჩვენებს.

აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანი 433 430 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები