დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე

რამდენი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე

13-12-2023 18:12:22

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე.

მისი თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს. დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:

•            1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე;

•            790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად;

•            სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;

•            პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;

•            უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;

•            სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები