საქართველოში Bentley-ს მარკის ავტომობილს 95 სუბიექტი ფლობს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2022 წელთან შედარებით 2023 წელს ქვეყანაში Bentley-ს მფლობელთა რაოდენობა 22%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2021 წელთან შედარებით 36%-ით. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 78 ერთეული Bentley იყო რეგისტრირებული, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის 70 ერთეული Bentley-ს მარკის ავტომობილი.
2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული Bentley-ს მარკის ავტომობილების 78%-ის კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება. მეორე ადგილზე აჭარაა, სადაც 7 ერთეული Bentley-ა რეგისტრირებული, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული Bentley-ის მარკის ავტომობილების მხოლოდ 7%-ია.
უახლესი