დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენად პოპულარულია OPEL-ი ქვეყანაში და ამ მარკის რომელ ვერსიებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები

რამდენად პოპულარულია OPEL-ი ქვეყანაში და ამ მარკის რომელ ვერსიებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები

20-11-2023 16:00:07

ქვეყანაში ამ დროისათვის OPEL-ის მარკის 144 596 ავტომობილის რეგისტრირებული. თუ კი 2023 წლის მაჩვენებელს 2022 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, სახეზეა, რომ წლის განმავლობაში ქვეყანაში OPEL-ის მარკის ავტომფლობელთა რაოდენობა 3%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის მიხედვით, ყველაზე მეტი ს OPEL-ის  კონცენტრირება თბილისში ფიქსირდება, საუბარია ქვეყანაში რეგისტრირებული აღნიშნული მარკის ავტომობილების 22%-ზე. დღეისათვის თბილისში 31 632  OPEL-ია რეგისტრირებული.

OPEL-ის რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია (17%), ხოლო მესამეზე კახეთი (13%).

ირკვევა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული  OPEL-ის მარკის ავტომობილებში ყველაზე მეტი, 26%-ი Opel Astra-ზე მოდის. Opel-ებში საქართველოში პოპულარულობით მეორე ადგილზეა Opel Vectra (12%), მესამეზე კი არის Opel Astra G (9%).
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები