სათამაშო ბიზნესისთვის გარკვეული გადასახადი იზრდება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შევა.
ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხები წლიდან წლამდე მზარდია.
როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის 10 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ხაზინაში 113,780,694.00 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 107,418,809.87 ლარი. შესაბამისად ზრდა 6%-ია.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 141,171,147.25 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 114,392,795.66 ლარის დონეზე იყო. წლიური ზრდა 23%-ია.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხები ასე ნაწილდება:
სათამაშო აპარატებიდან - 50,292,164.0 ლარი,
ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 9.00 ლარი,
წამახალისებელი გათამაშებიდან - 4,136,228.09 ლარი,
„მოსაკრებელი სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებიდან, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებიდან და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით - 12,315,592.40 ლარი,
ლატარიების მოწყობაზე - 100.00 ლარი,
სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 47,036,600.51 ლარი,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 120,009.00 ლარი,
კლუბის მაგიდიდან - 2,087,847.00 ლარი,
სამორინეს მაგიდიდან - 44,815,956.60 ლარი,
სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 12,787.91 ლარი.
უახლესი
22 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა